ქართული სპორტის მუზეუმი



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სპორტის პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, რომლებიც გადიან გადამზადების კურსებს სპორტის უნივერსიტეტში. პედაგოგებს შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მათ თანადგომას შეპირდა.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ეტლით მოფარიკავეებს - ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მუზეუმის მესვეურებმა მიულოცეს ჯამარჯვება.
იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.
ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებული ბრინჯაოს,ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდა.ქართველმა პარასპორტცმენმა ფინალში მეტოქე დამაჯერებლად 15:4 დაამარცხა. ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში.
აღსანიშნავია,რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურა აზმაიფარაშვილი. მას დღეს 57 წელი შეუსრულდა ქართული სპორტის მუზეუმის თაოსნობით,მერიის პროექტის ინტელექტუალური სკოლის პროექტის ფარგლებში სპორტის პედაგოგ მზევინარ თავდგირიძის და დირექტორის მოადგილის ლია ჯანიაშვილის მონაწილეობით 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბ-ნ ზურას მიულოცეს დაბადების დღე და თავიანთი ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს.
ბ-ნ ზურამ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოჭადრაკე..მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

სრულად ნახვა



1მარტს ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ევროპული სკოლის IV-ე კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ნანა ვეფხვაძე.
მუზეუმის მესვეურებმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ბავშვებს მოუწყეს ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილთან შეხვედრა.მან გაუზიარა მოსწავლეებს მისი სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული სპორტსმენი.მოსწავლეებმა მიიღეს ბ-ნ კახისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას. ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის სპორტული ცხოვრების წესის გაუმჯობესების სტიმული იქნება.

სრულად ნახვა



დღეს,ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის VI -ე კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი ლელა ზუბიაშვილი. მუზეუმის მესვეურებმა მოსწავლეებს მოუწყეს მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან შეხვედრა. სანდრომ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოფარიკავე, როგორ მიაღწია არაერთგზის ევროპის ჩემპიონობას. მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ესტუმრნენ 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
მუზეუმის მესვეურებმა და სკოლის პედაგოგებმა მოუწყვეს ბავშვებს მოჭადრაკე ნანა იოსელიანთან შეხვედრა,ქ-ნ ნანამ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოჭადრაკე.მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.
მერიის პროექტის ინტელექტუალური სკოლის პროექტის ფარგლებში სპორტის პედაგოგ მზევინარ თავდგირიძის და კლასის დამრიგებელ ლია რატიანის თაოსნობით მოსწავლეებმა ნანა იოსელიანს მიულოცეს 55 წლის იუბილე და თავიანთი ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს.

სრულად ნახვა



დღეს, ბოლნისიდან პედაგოგ მაგდა ფურცელაძის თაოსნობით მუზეუმს ესტუმრა სკოლა "დავითიანი", სოფელ დისველისა და ბოლნისის N 2 საშუალო სომხური სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ფიქრია ნონიაშვილი, სედა ალიახანიანი და რევაზ შაინიძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, და სხვ.

სრულად ნახვა



დღეს,ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები.კლასის დამრიგებელი ინგა გეგელაშვილის და სპორტის პედაგოგი ნინო ფერაძის თაოსნობით მოსწავლეები გაეცნენ სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,მედლები ჯილდოები და სხვა.

სრულად ნახვა



პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სამინისტროში ძიუდოს მწვრთნელებს შეხვდნენ, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სასწავლო კურსი გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს.

შეხვედრას დაესწრო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. 24 ქართველმა სპეციალისტმა სწავლების 10 კვირიანი კურსი ონლაინ რეჟიმში გაირა.
სელტიფიცირებული მწვრთნელები ცერემონიის დასრულების შემდეგ ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ.

სრულად ნახვა



2 დეკემბერს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"-ის V კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები შორენა ჯავახიშვილი,მარი ჩაჩუა და სპორტის პედაგოგი ქეთევან გრიგალაშვილი.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა


Назад Вперед
Наверх