ქართული სპორტის მუზეუმი



2 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმის თაოსნობით სპორტსაზოგადოება „შევარდენის" 95 წლის იუბილე აღინიშნა.

ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

სრულად ნახვა