ქართული სპორტის მუზეუმი



2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური მატჩი - ქართველი ბორჯღალოსნები vs რუმინელი მუხები 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისში სარაგბო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ტროფი - ვებ ელისის თასი ჩამოიტანეს. მსოფლიო თასი 12 მარტს 14:00-დან 18:00 საათამდე ქართული სპორტის მუზეუმში განთავსდა, სადაც რაგბის ქომაგებს თასის ნახვისა და ფოტოს გადაღების საშუალება ჰქონდათ.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 4 მარტს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წიგნის - „რამაზ შენგელია" პრეზენტაცია შედგა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ლია შენგელიამ პრეზენტაციის შემდეგ "ქართული სპორტის მუზეუმს" სახელგანთქმული თავდამსხმელის მაისური, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალი, ფოტოალბომები და არქივი აჩუქა.

„რამაზის ოჯახისთვის მისი ყველა პრიზი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, ქართული სპორტის მუზეუმი ის ადგილია, სადაც ასეთი ნივთები უნდა ინახებოდეს. დარწმუნებული ვარ, რამაზიც ამავეს გააკეთებდა", - განაცხადა ქალბატონმა ლიამ.

სრულად ნახვა