ქართული სპორტის მუზეუმი



14 აპრილს ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სლოვენიის განათლების,მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ხემძღვანელი ზორან ვეროვნიკი და სპორტული ინფრასტრუქტურის მდივანი დარკო რეპენსიკი.

სტუმრებმა მუზეუმს სამახსოვროდ გადასცეს სლოვენიის ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშანი ლონდონის ოლიმპიადაზე.

სლოვენიელი სპორტის ექსპერტები თბილისში 15-16 აპრილს გასამართ კონფერენციაზე “სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა” დასასწრებად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.

სრულად ნახვა



სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება გამართა, სლოგანით „იცხოვრე სპორტით".

აქციის ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმარა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრები, მოეწყო საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე.
"ქართული სპორტის მუზეუმმა" კუს ტბასთან შეკრებილი სტუმრებისათვის მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატები წარმოადგინა.

დამთვარიელებლებისთვის გამოფენილი იყო სხვადასხბა სპორტის სახეობებში მოპოვებული ჯილდოები: მაია ჩიბურდანიძის „ოსკარი“ (1984 წ.), კალათბურთის თასი III (1984 წ.), გურამ საღარაძის თასი თავისუფალ ჭიდაობაში (1963 წ.), თასი, რომელიც გადაეცა ვიტალი დარასელიას ქ. დიუსელდორფში (1981 წ.) და სხვა.

სრულად ნახვა