ქართული სპორტის მუზეუმი



29 სექტემბერს ქართული სპორტის მუზეუმს "სოკოლის" საგანმანათლებლო დეპარტამენტის არქივის წარმომადგენელი კატერინა ვაგნეროვა ესტუმრა.

სრულად ნახვა



25 სექტემბერს ქართული სპორტის მუზეუმს საჩხერის კალათბურთელ ბავშვთა გუნდი "მართვე" ეწვია.

ახალგაზრდა სპორტსმენებმა მუზეუმში დაცული 6 ათასამდე უნიკალური ექსპონატი - თასები, მედლები, ფოტოები, ალბომები, აფიშები და ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები დაათვარიელეს.

მუზეუმის სტუმრები ქართველ სპორტსმენთა განვლილი გზის, მათი წარმატებებისა და ასევე ქართული სპორტის მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ.

სრულად ნახვა



დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ახალგაზრდა და უმცროსი თაობის მოჭადრაკეებისთვის, ქართულის სპორტის მუზეუმში დაცული თასების, მედლებისა თუ სხვა მასალების გაცნობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მხარეების რესურსის საერთო მიზნებისთვის გამოყენება, ერთობლივი ძალისხმევით ვეტერანი მოჭადრაკეების საიუბილეო და გამორჩეული თარიღების აღნიშვნა და სხვა.

სრულად ნახვა