ქართული სპორტის მუზეუმი



23 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმსა და ბაქსვუდის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ბაქსვუდის სკოლის გენერალურმა დირექტორმა - ალექსანდრე ვაშაკიძემ და სპორტის მუზემის დირექტორმა - ნანა მიქაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ალექსანდრე ვაშაკიძესთან და სკოლის სპორტის დეპარტამენტის უფროს - ზურაბ ჯავახიშვილთან ერთად, ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა სპორტის მუზეუმში დაცული თასები, მედლები, ფოტოები, ვიმპელები და სხვადსახვა სპორტული ატრიბუტიკა დაათვალიერეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ქართული სპორტის ისტორია კი მათ მუზეუმის მცველმა ლილი ლომსაძემ გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდის სკოლაში რამდენიმე სპორტული სექცია მოქმედებს და ზოგადად სპორტს სკოლაში დიდი ყურადღეება ექცევა. თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები სპორტის მუზეუმს მომავალშიც ესტუმრებიან.

სრულად ნახვა



ქართული სპორტის მუზეუმს 155-ე საჯარო სკოლის სპორტისა და გეოგრაფიის პედაგოგები და მოსწავლეები ესტურმნენ. X-XI კლასელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სპორტის ისტორიისა და წარმატებული სპორტსმენების მიღწევებზე.

სრულად ნახვა



დღეს ქართული სპორტის მუზეუმს 207-ე საჯარო სკოლის 3-კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული მედლები,თასები,ექსპონანტები,აგრეთვე გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



8 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ესტუმრა.

სრულად ნახვა