ქართული სპორტის მუზეუმი



30 იანვარს ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის 9-10 კლასის მოსწავლეები აერობიკის და რაგბის პედაგოგებთან ერთად. ნინო ფერაძე და გიორგი ენუქიძე აქტიურად იღებენ მონაწილეობას სკოლის მოსწავლეების ჩართულობას სპორტში.მათ ღირშესანიშნავი თასები, მედლები და სხვადასხვა ექსპონატები დაათვალირეს და გაეცნენ სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



ლეგენდარული ათლეტი ქოლინ ჯექსონი მუზეუმს ეწვია

22 იანვარს ქართული სპორტის მუზეუმს ლეგენდარული მორბენალი და Wings For Life World Run-ის სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი ესტუმრება.

ქოლინმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან და სეულის ოლიმპიადის პრიზიორ მაია აზარაშვილთან ერთად მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა.

სრულად ნახვა



სპორტის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმი გააფორმა
12იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ქართული სპორტის მუზეუმსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. მემორანდუმს ხელს მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

სრულად ნახვა