ქართული სპორტის მუზეუმი



11 თებერვალს ქართულის სპორტის მუზეუმს 207-ე საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.

სპორტის პედაგოგის გიორგი კალანდაძის და კლასის დამრიგებლის მადონა ლომთათიძის თაოსნობით მათი მოსწავლეები ექსკურსიბეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის ხდება. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.

დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: გამოიფინა მოთამაშის ფოტოები, დიპლომები, ჯილდოები, სხვადასხვა ნივთები და ექსპონატები.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს იუბილე დაგეგმა და განახორციელა: სამინისტროს მესვეურებს, სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს... მიხარია, რომ ბაბუას იუბილე ასე კარგად და ლამაზად აღინიშნა", - განაცხადა ბორის პაიჭაძის შვილიშვილმა, უმცროსმა ბორის პაიჭაძემ.

ფოტოგამოფენის გარდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მოსწავლეებმა სტუმრებს ბორის პაიჭაძის შესახებ მომზადებული პროექტი წარუდგინეს. ბავშვებმა ფეხბურთელის კარიერა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს.

„მცირე ხნის წინ ჩვენმა სკოლამ ქართული სპორტის მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა და დღევანდელი ღონისძიებაც მისი ეგიდით ჩატარდა. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთის ვეტერანებიც და ყველა აქ მყოფი კმაყოფილი დარჩა დღევანდელი იუბილეთი", - განაცხადა ბაქსვუდის სკოლის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯავახიშვილმა.

ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

დღესვე ქართული სპორტის მუზეუმის მცველს ლილი ნემსაძეს გულშემატკივრმა დავით ნანიტაშვილმა საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი, რომელიც მის ოჯახში 30 წელი ინახებოდა.

„ჩვენი მუზეუმი წლეულს ნახევარსაუკნოვან იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი მიღება თუ ღონისძიება დავგეგმეთ. დღევანდელი იუბილეც სწორედ ამ თარიღის ეგიდით გავმართეთ", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

სრულად ნახვა



11 თებერვალს ქართული სპორტის მუზეუმს 207-ე საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მათ მუზეუმში დაცული ცხრა ათასამდე უნიკალური ექსპონატი,თასები, მედლები, ფოტოები და ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები დაათვალიერეს.

სპორტის პედაგოგის გიორგი კალანდაძის და კლასის დამრიგებლის ხათუნა მაჭავარიანის თაოსნობით მისი მოსწავლეები ექსკურსიბეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა დღეს, სპორტკომპლექს არენა 1-ში გამართული მედია-ტურნირი მოიგო 3/3-ზე სამოყვარულო კალათბურთში.

მედიატურნირი 3/3-ზე კალათბურთში საქართველოში ყატარის სახელმწიფო საკონსულოს ორგანიზებით ჩატარდა, შეჯიბრების მხარდამჭერები კი კალათბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყვნენ.

შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელემედია, სპორტმედია და სარბიელი. სამინისტროს გუნდმა დაძაბულ 1/2-ფინალში სპორტმედია დაამარცხა, ფინალში კი ტელემედიას სძლია. გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იუნის ჰამზა ჰაშიმმა თასით და მედლებით დააჯილდოვა. მედიატურნირის გარდა ასევე გაიმართა საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში.

„თუ ასეთი შეჯიბრებები ტრადიციული გახდება, მხოლოდ გამიხარდება! საინტერესო ტურნირი გამოვიდა და ვფიქრობ, მონაწილეების გარდა მაყურებლებმაც ისიამოვნეს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო შეჯიბრებისთვის", - განაცხადა სამინისტროს გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფირალიშვილმა.

გამარჯვებულებმა ჩემპიონის თასი დღესვე გადასცეს სამინისტროს შენობაში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმს.

სრულად ნახვა