ქართული სპორტის მუზეუმი



26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სპორტული კუთხე მოეწყო. გაიმართა სპორტული მუზეუმის ექსპონატების და სურათების გამოფენა, დარიგდა მაისურები, კალენდრები, ფლაერები და სუვენირები, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები - ქუჩის კალათბურთში, მხიარულ სტარტებში, ქართულ ჭიდაობაში, გრეხეთბოლში, ნარდში, ჭადრაკში, მეკლდეურობაში, ხრიდოლში, საბრძოლო ხელოვნებებსა და ბატუტზე ხტომაში.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. მოეწყო შეხვედრა სპორტსენებთან, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრების წევრებთან, წყალბურთელებთან, ძალოსნებთან, კალათბურთელებთან, მკლავჭიდელებთან, მოჭიდავეებთან და სხადასხვა სახეობების წარმომადგენლებთან.

სრულად ნახვა



20 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს ოლიმპიური ცენტრის დირექტორის მოდგილემ სახელგანთქმულმა აფროსანმა გურამ ბიგანიშვილმა თავისი 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1984 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ჯილდო უსახსოვა.

მუზეუმს უკრაინიდან ჩამოსული გურამ ბიგანიშვილის მეწყვილე ვლადიმერ გრუდზევიც ესტუმრა.

გურამ ბიგანიშვილს საქართველოს სახელით მოასპარეზე აფროსანთა შორის ყველაზე დიდი წარმატებისთვის აქვს მიღწეული - 1982 და 1984 წლებში მან ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობა აქვს მიღებული 1992 წლის ბარსელონისა (XIII ადგილი) და 1996 წლის ატლანტის (XVI ადგილი) ოლიმპიურ თამაშებში, ასევე მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

სრულად ნახვა



7მაისს, ქართულის სპორტის მუზეუმს18-ე საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მაია დავითიანისა და კლასის დამრიგებლის მაია ჩაკვეტაძის თაოსნობით მათი მოსწავლეები ექსკურსიბეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

სრულად ნახვა



6 მაისს, ქართულის სპორტის მუზეუმს 207-ე საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.

სპორტის პედაგოგის გიორგი კალანდაძის და კლასის დამრიგებლის თამარ კალარჩიშვილის თაოსნობით მათი მოსწავლეები ექსკურსიბეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

სრულად ნახვა



5 მაისს, ქართულ-ამერიკული სკოლა სპორტის პედაგოგ თათია მიქაძესთან ერთად ესტუმრნენ ქართული სპორტის მუზეუმს.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს,პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მაია დავითიანის თაოსნობით 18-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ნანა კაპანაძე ესტუმრა.
მათ მოზეუმში დაცული ცხრა ათასამდე უნიკალური ექსპონატი,თასები, მედლები, ფოტოები და ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები დაათვალიერეს.

სრულად ნახვა



ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის “მოხალისეთა კლუბისა“ და “მოზარდთა ინიციატივების ცენტრის“ ბენეფიციარებმა ქართული სპორტის მუზეუმი მოინახულეს.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „მოხალისეთა კლუბის“ პატარძეულის ბენეფიციარები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში არსებულ ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სახელოვანი ქართველი სპორტსმენების შესახებ, რის შემდეგაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნინო ვადაჭკორიამ ბავშვებს პროექტში მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა.

სრულად ნახვა