ქართული სპორტის მუზეუმი



ქართულ-ამერიკული პროექტის - „ვითამაშოთ კალათბურთის" ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია ამერიკელთა დელეგაცია, რომელიც 23 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრა და ქართული სპორტის მუზეუმი დაათვალიერა.

ამერიკელებმა პროექტის ფარგლებში კალათბურთის აკადემიის დარბაზში ქართველი მწვრთნელებისთვის ჩაატარეს სემინარი, ასევე შედგა შეჯიბრება ქართველ და ამერიკელ კალათბურთელებს შორის 3X3-ზე კალათბურთში.

ამერიკელთა დელეგაციას მუზეუმში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრო კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენადტი ვლადიმერ ბოისა.

სრულად ნახვა



დღეს,2 ივნისს, ქართული სპორტის მუზეუმმა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს რუსუდან ნაჭყებიას და მარიამ ელისაშვილს უმასპინძლა. ბავშვებს ხელბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ილია გოგალაძე და რატი მსხვილიძე შეხვდნენ.
ხელბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, მათ ავტოგრაფები ჩამოართვეს,საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მოისმინეს.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს,1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქართული სპორტის მუზეუმმა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებს კალათბურთში საქართველოს ჩემპიონები, შსს აკადემიის წევრები ნიკა მეტრეველი და გიორგი შარაბიძე შეხვდნენ.

„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მიხარია, რომ პატარებს ვუმასპინძლეთ. ასეთი რამ უცხოეთში ხშირად ხდება, მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში და კარგია, რომ მსგავსი რამ ჩვენთანაც ეწყობა. დიდი მადლობა პატარებს და ქართული სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა მეტრეველმა.

„აქ პირველად ვარ. მუზეუმში ძალიან ბევრი საინტერესო თასი და მედალი ვნახე. ძალიან მიხარია კალათბურთელებთან შეხვედრა, მათ ჩვენს ბევრ კითხვას უპასუხეს", - გვითხრა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლემ დაჩი კირვალიძემ.

ქართული სპორტის მუზეუმი ხვალ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეთა მეორე ჯგუფს მიიღებს.

სრულად ნახვა



29 მაისს, ქართულის სპორტის მუზეუმს 210-ე საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ეთერ ხარაზიშვილი ესტუმრა.
კლასის დამრიგებლის თაოსნობით მათი მოსწავლეები ექსკურსიბეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
მოსწავლეებს შეხვდა მძლეოსანი,ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მაია აზარაშვილი და გაუზიარა თავისი სპორტული მიღწევები და გამოცდელება.

სრულად ნახვა