ქართული სპორტის მუზეუმი



17 ივლისს საქართველოში პირველად ჩამოვიდა ევროპის ჩემპიონის თასი კალათბურთში.კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ევრობასკეტის თასის თბილისური ტური. აღნიშნული ტურის ფარგლებში თასი 17 ივლისს გამოიფინა დედაქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში;ქართული სპორტის მუზეუმში, (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია...), ხელოვნების მუზეუმებში.

18 ივლისს კი თასი „თბილისი მოლში“ გამოიფინება, სადაც 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტარდება და მისი ნახვის შესაძლებლობა „თბილისი მოლში“ ყველა გულშემატკივარს ექნება.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია. იგი 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იწონის 18 კილოგრამს და შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია და გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს. მათ შორის აგატი, ამეთვისტო, ყვითელ კვარციტი, გრანიტი, მალაქიტი. მისი ავტორია ცნობილი გერმანელი ოქრომჭედელი გიუნტერ შიობელი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან აღნიშნული თასისთვის ბრძოლას ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები დაიწყებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხორვატიაში ითამაშებს საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა, მაკედონიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

სრულად ნახვა