ქართული სპორტის მუზეუმი



26 თებერვალს, ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა კომპლექსი "სადუნი"-ის 10 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ლელა მორჩილაძე.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



12 თებერვალს, ქართულის სპორტის მუზეუმს სკოლა კომპლექსი "სადუნი"-ს 2 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგების ირმა ნიკოლაიშვილის და მაკა იოსებაშვილის ხელმძღვანელობით მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები და სხვადასხვა ექსპონატები დაათვალიერეს.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას.
სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

ევროპული ფრენბურთის მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საქმიანობის გასაცნობად, ასევე ჩვენ ქვეყანაში ფრენბურთის შემდგომი განვითარების აქტუალურ საკითხების განსახილველად.
„ ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატის ორგანიზება და მასპინძლობა. მემკვიდრეობა და გამოცდილება, რომელიც დაგვიტოვა ევროპის ახალგაზრდულმა ფესტივალმა „თბილისი 2015"-მა, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს,რომ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მაღალ დონეზე ჩატარდება.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს სპორტის რაინდის საპატიო წოდებით და სპეციალური მედლით დააჯილდოვა ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მისი მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე. საზეიმო ცერემონიას სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული სპორტული პისტოლეტით სროლაში 1988 წელს, სეულში მოიგო. იქვე პნევმატური პისტოლეტით ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოცი წლის შემდეგ, 2008 წელს, პეკინში ნინომ პნევმატური პისტოლეტით ბრინჯაოს მედალი მოიგო. ნინო სალუქვაძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ქალბატონ ნინოს და ბატონ ვახტანგს ვაჯილდოებთ. მსურს მივულოცო მამა-შვილს ეს აღიარება - ქალბატონმა ნინომ ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მამის, ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით მოიპოვა, რაც, დამეთანხმებით, გამორჩეული ფაქტია. ნინო სალუქვაძე რიო დე ჟანეიროში თავის მერვე ოლიმპიადაზე იასპარეზებს და მინდა აქედანვე წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ვახტანგს 85 წლის იუბილეს ვულოცავ, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მსურს მამაჩემის სახელითაც დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის და მამასთვის ეს დიდი აღიარებაა. დღევანდელი დღე ბატონ ვახტანგს სიურპრიზად დავუტოვეთ - არ იცოდა, რომ ესოდენ საპატიო ჯილდო უნდა მიეღო. ვეცდები რიო დე ჟანეიროში, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო და ჩემი გულშემატკივრები მედლით გავახარო. უღრმესი მადლობა სპორტის სამინისტროს, პირადად ბატონ ტარიელს ამ დაფასებისთვის", - განაცხადა ქალბატონმა ნინომ.

ნინო სალუქვაძემ ტყვიის სროლაში ვარჯიში მამის, ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით დაიწყო და ყველა დიდ წარმატებას მისი შემწეობით მიაღწია: პირად და გუნდურ პირველობაში შვიდჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ცხრაჯერ - მსოფლიოს სუპერთასი, ხუთჯერ - ევროპის ჩემპიონატი... 1998 და 1999 წლებში ნინო სალუქვაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.

ნინო სალუქვაძემ უკვე მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. რიო 2016 მისთვის მერვე ოლიმპიადა იქნება! აქვე შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში ანუ 1896 წლიდან, რვა ოლიმპიადაზე მხოლოდ 6 სპორტსმენს უასპარეზია.

ვახტანგ და ნინო სალუქვაძეების დაჯილდოების ცერემონიას სამინისტროს მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

სრულად ნახვა



თბილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების (10-22 წლამდე ასაკის) ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხატვრები დაჯილდოვდნენ.თორმეტივე ავტორს სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო,კერძო ორგანიზაციების მიერ წამახალისებელი საჩუქრები გადაეცა.
სსიპ."ქართული სპორტის მუზეუმმა" მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, გადასცა საჩუქრები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მათი მშობლები დაპატიჟა მუზეუმში სპორტის ისტორიის გასაცნობად.

სრულად ნახვა