ქართული სპორტის მუზეუმი



18-20 აპრილს გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ცენტრი ჭაბუკ მოკრივეთა შორის I საერთაშორისო ტურნირს მასპინძლებს კლუბ „დკდ"-ს თასზე.

სადებიუტო საერთაშორისო ტურნირში ქართველი ჭაბუკების მხარდამხარ უზბეკი, რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი მოკრივეებიც იღებენ მონაწილეობას.

19 აპრილს ტურნირის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში მდებარე სპორტის მუზეუმში შეხვდა.

შეხვედრას კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე, ნაკრების მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

„დკდ"-ს თასზე 19 აპრილს ნახევარფინალური ორთაბრძოლები ტარდება, 20 აპრილს კი ფინალური შეხვედრები გაიმართება. მედლები სულ 13 წონით კატეგორიაში თამაშდება. ფინალური შეხვედრები 20 აპრილის 12:00 საათიდან დაიწყება.

სრულად ნახვა



12 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ბაზაზე არსებული სპორტული სექციების მონაწილეებს "ქართული სპორტის მუზეუმში" უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრო „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსი გიგა გაბელაია, ასევე ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი.

ცენტრის სპორტული სექციის აღსაზრდელები ხრიდოლში საქართველოს XIX ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ - 28 მონაწილემ მედალი დაისაკუთრა, ოთხი ჩემპიონი გახდა, 12 ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო კიდევ 12 ბრინჯაოს.

ეს ბავშვები „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ბაზაზე არსებულ სპორტულ სექციებში სრულიად უფასოდ ვარჯიშობენ და რაც მთავარია ამავე სექციაში ემზადებიან განსაკუთრებული საჭიროების და იძულებით გადაადგილებული ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რისი უმთავრესი მიზანიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ჯგუფების ინტეგრაცია საზოგადოებაში.

სრულად ნახვა



დღეს, 203-ე საჯარო სკოლის სმენა დაქვეითებული 7 8 10-ე კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ. სპორტის პედაგოგების ლელა გვენცაძის და მეგი ტუნტურიშვილის თაოსნობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, სხვადასხვა ექსპონატები და დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



ქართველი ბავშვები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული 4 გუნდი 2016 წლის საერთაშორისო სასკოლო ჩემპიონატებზე საასპარეზოდ 4 სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება.
ISF -ის ეგიდით 2016 წლის საერთაშორისო სასკოლო სპორტული ჩემპიონატების მონაწილეები გახდნენ: მაგიდის ჩოგბურთში - თბილისის 199-ე სკოლის გოგონების გუნდი და თბილისის 90-ე სკოლის ვაჟების გუნდი. გუნდები 2 აპრილს ისრაელში მსოფლიო ტურნირზე მიემგზავნრებიან. თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ვაჟების გუნდი 3 აპრილს მიემგზავრება ხორვატიაში მინი ფეხბურთის - ფუტსალის მსოფლიო ტურნირზე. თბილისის 120-ე საჯარო სკოლის გოგონებისა და ვაჟების გუნდები 21 აპრილს მიემგზავრებიან მსოფლიო ტურნირზე გეზრბენაში (კროსი). ზუგდიდის მე-6 სკოლის გოგონების გუნდი და ქუთაისის მე-3 სკოლის ვაჟების გუნდი, 16 ივნისს გაემგზავრებიან ესტონეთში 3X3-ზე კალათბურთის მსოფლიო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პროექტი "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა" მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის 2015 წლიდან იმართება.

სრულად ნახვა