ქართული სპორტის მუზეუმი



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრენენ 54-ე საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელი და მათი სპორტის პედაგოგი ლევან ბრეგვაძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, სხვადასხვა ექსპონატები და დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა მასტერფეისის ლიდერებს მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. სტუმრები გაეცნენ სამინისტროში მიმდებარე პროგრამებს და პრიორიტეტებს.პროგრამის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ქართული სპორტის მუზეუმში გამოფენილი ნივთები:თასები, მედლები, ჯილდოები და სხვადასხვა ექსპონატები.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია "კავკასიის ახალგაზრდული კავშირი" საქართველოში.პროექტს მხარს უჭერს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.შეხვედრის მთავარ თემატიკას წარმოადგენდა მშვიდობის მშენებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სოციალური მეწარმეობა, პარტნიორობის გაღრმავება, სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის ასპექტების განხილვა.

სრულად ნახვა



ჭიათურის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურული შემოქმედებითი ცენტრის პროექტის ფარგლებში, V-ე საჯარო სკოლის ორგანიზატორ-სპეციალისტი მირანდა გოგოლაძის თაოსნობით, 8-9 კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი მარინა ქავთარაძე ესტუმრნენ ქართული სპორტის მუზეუმს.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, სხვადასხვა ექსპონატები და დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



20 მაისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს დოვლატ მურატოვს შეხვდა და ასევე ესტუმრენენ ქართული სპორტის მუზეუმს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სპორტის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. შეხვედრაზე მოხდა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის - ,,ბედაურის სწრაფვის საფეხურების'' პრეზენტაცია. პრეზიდენტის ახალ ნაშრომში განვრცობილია მრავალწლიანი კვლევები, ისტორიული და ლიტერატურული მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის პირველი პირის თაოსნობით გამოიცა რამდენიმე წიგნი, მიძღვნილი მსოფლიო მეცხენოსნოობის ელიტისადმი, მათ შორის ,,ახალთექური, ჩვენი სიამაყე და დიდება'' რომელიც გადათარგმნილია მრავალ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს იპოლოგებში, საცხენოსნო ინდუსტრიაში ჩართულ პირებში, აგრეთვე ამ უნიკალური ჯიშის ცხენების თაყვანისმცემლებში.

სრულად ნახვა



საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ სპორტის მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოფენა „ჩეხური სპორტის მარგალიტები" მოეწყო. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით საზოგადოება გაეცნო ჩეხოსლოვაკი და ჩეხი სპორტსმენების მიღწევებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დაწყებული 1918 წლიდან.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირში და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობათა ამსახველი პლაკატები, რომლებშიც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის და ჩეხეთის სპორტსმენებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს.

ქართული სპორტის მუზეუმი სპორტული საზოგადოება „შევარდენის" (ჩეხურად "სოკოლი") ისტორიულ მასალებს ექსპოზიციას შეჰმატებს. ფოტოებზე ევროპული ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობა და მძლეოსნობის ზოგირთი დისციპლინის ორიგინალური ვარჯიშებია ასახული. მათი ერთ-ერთი ავტორი პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირშია. სოკოლის მოძრაობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

სრულად ნახვა



დღეს საქართველომ ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების, თბილისის „დინამოს" მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე იზეიმა!

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" და დედაქალაქის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა. საკრებულოში ვეტერან დინამოელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, გულშემატკივრებმა და ქართული სპორტის ვარსკვლავებმა უმასპინძლეს. ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით საკრებულოში „დინამოს" დიდი გამარჯვების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „1981 წლის 13 მაისს ჩვენმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი და ლამაზი გამარჯვება იზეიმა - უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამომ" იენის „კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და პრესტიჟული ევროთასი აღმართა! გუნდი, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, ძალიან ძლიერი გახლდათ და ეს მხოლოდ ქართული ფეხბურთის ქომაგთა აზრი არაა. დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების შესაფასებლად საკმაო დრო გავიდა. 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებითაა შესული ქართული სპორტის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ამ თარიღს ჩვენი სპორტის მოყვარულები ყოველთვის დიდი სიამაყით გაიხსენებენ. სასიამოვნოა, რომ ამ დიდ იუბილეს ქართული სპორტის მუზეუმმა შესანიშნავი წიგნი უძღვნა, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ გამარჯვებას დავიწყება არ უწერია. ვულოცავ ამ თარიღს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს!"
1981 წლის „დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ თქვა: „მიხარია, რომ ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთელები თქვენგან, გულშემატკივრებისგან ასეთ დიდი პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობთ. მსურს ამ იუბილეს ყველა ორგანიზატორს ჩემი და დინამოელების სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის „დინამოს", დედაქალაქის მერიას, საკრებულოს... ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიებაში და ჩვენ მადლობის მეტრი არაფერი გვეთქმის. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის"!

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა საიუბილეო საღამოს ორგანიზატორებისგან უამრავი საჩუქარი მიიღეს. ფეხბურთელები კომპანია „სოკარმაც" დააჯილდოვა.

ქართული სპორტის მუზეუმის თანამშრომელმა ქეთევან შარაბიძემ „დინამო, დინამოს" ლეგენდარული სიმღერის ავტორს ვაჟა აზარაშვილი სპეციალური პრიზი გადასცა.
35 წლის საიუბილეო საღამომდე ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" თასების მფლობელთა თასის მომგები „დინამოს" შემადგენლობის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა. მოგვიანებით ვეტერან ფეხბურთელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ უმასპინძლა, რომელმაც დინამოელები დალოცა და წმინდა თამარ მეფის დღის აღსანიშნავად ხატით დააჯილდოვა.

საღამოს ღონისძიებამდე „დინამოს" 1981 წლის შემადგენლობის ორ წევრს - ოთარ გაბელიას და ვლადიმერ გუცაევს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც სპეციალურად ამ იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის - „13 მაისის 35 წლის იუბილე 1981-2016" - პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასიხარულოა, რომ ახალი თაობა კვლავ აღნიშნავს იმ დიდი გამარჯვების იუბილეს, 35 წლის წინ რომ მოვიპოვეთ დიუსელდორფში. მიხარია, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთი ლამაზი გამოცემა მიუძღვნა „დინამოს" იმ გამარჯვებას. მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო 35 წლის იუბილეს ასე ლამაზად აღნიშვნისთვის", - განაცხადა 1981 წლის 13 მაისს ფინალურ მატჩში დინამოელთა პირველი გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა.

„1981 წლის 13 მაისის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტრიუმფი მაინც ტკბილად მაგონდება. 35 წელი გავიდა და ახლა უფრო ვხვდები, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ მაშინ დიუსელდორფში! ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემით გაგვახარა და წიგნის ავტორებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს იუბილეს აღნიშნავს: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის მერიას და საკრებულოს, „დინამო თბილისს", - განაცხადა „დინამოს" ვეტერანმა მეკარემ ოთარ გაბელიამ.

სრულად ნახვა