ქართული სპორტის მუზეუმი



თბილისში East Point-ის ტერიტორიაზე, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის 12-მა საუკეთესო გუნდმა მიიღო გამარჯვებული კი "Old Eagles" გახდა.

ფინალურ ტურნირზე დასასწრებად და საჩვენებელი თამაშების გასამართად, თბილისში 3X3 კალათბურთის მსოფლიო დონის მოთამაშეები, „რედ ბულის" სპორტსმენები სერბეთიდან, კლუბ "ნოვი სადის" წევრები - დუშან დომოვიჩი, დეიან მაისტოროვიჩი, მარკო ჟდერო და მარკო სავიჩი იმყოფებოდნენ.

სერბ კალათბურთელებს 25 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან, ასევე "რედ ბულის" სპორტის მენეჯერ ბექა გოლეთიანთან ერთად სპორტის მუზეუმში შეხვდა.
სერბი მოთამაშეები არაერთი სუპერტურნირის გამარჯვებული გუნდის „ნოვი სადის" წევრები არიან.

სერბები თბილისში კომპანია „რედ ბულმა" საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩამოვიდნენ. „ნოვი სადის" წევრებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მსვლელობისას საჩვენებელი მატჩი გამართეს წამყვანი ქართველი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან.

სრულად ნახვა