ქართული სპორტის მუზეუმი



25 ნოემბერს ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი " სხივი"-ის III-ე კლასის მოსწავლეები და მათი სპორტის პედაგოგი ხათუნა აიაზოვა.
მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყო შეხვედრა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტთან.დავით ქევხიშვილმა გაუზიარა ბავშვებს თავიანთი სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული სპორტსმენი.მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის სპორტული ცხოვრების წესის გაუმჯობესების სტიმული იქნება.

სრულად ნახვა



დღეს,"აიბი მთიები"-ის საბაზო სკოლის დირექტორი ნინო დოლიძის და საზოგადოებსათან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძის თაოსნობით V,VI, VII,X კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები ლელა ხიმშიაშვილი,ლია არჩვაძე,ლიზი ნაცვლიშვილი,ნათია ჯანაშია,ირმა ჯგენერაია და თათია ბექაური ესტუმრნენ ქართული სპორტის მუზეუმს.
მოსწავლეები და მათი პედაგოგები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მაგიდის ჩოგბურთის კლუბის ბავშვები და მათი პედაგოგი ილია სიმონია.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, სხვადასხვა ექსპონატები და დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



24 ნოემბერს ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სურამის II-ე საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მათი სპორტის პედაგოგი დავით კურტანიძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, სხვადასხვა ექსპონატები და დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



ქართული ხელბურთის 60-წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელიდან ჩამოვიდა სპორტის დამსახურებული მესვეური და ხელბურთის დიდი გულშემატკივარი და მსაჯი, ქართული ხელბურთის პიონერად აღიარებული ისაკ პარლაგაშვილი.

ისაკ პარლაგაშვილი 7 ნოემბერს ხელბურთის ფედერაციიის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძესთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე სპორტის მუზეუმს ესტუმრა, სადაც მან მუზეუმს საკუთარი არქივიდან 1950-60-იანი წლების უნიკალურ სპორტული მასალები და ნივთები - ვიმპელები, აფიშები, ქართული ხელბურთის ისტორიული მატჩების პროგრამები და სხვადასხვა ბეჭდური მასალა საჩუქრად გადასცა. მათ შორის გამოსარჩევია 1961 წლის საერთაშორისო ისტორიული მატჩის აფიშა საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის. მატჩების სერია თბილისის ახლადგახსნილ სპორტის სასახლეში 55 წლინ წინ, 19-20 მაისს გაიმართა.

ქართული ხელბურთის ვეტერანს სამინისტროში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრას მუზეუმისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები, ვეტერანი და ახალგაზრდა ხელბურთელები, ასევე გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ისაკ პარლაგაშვილი 1950-იან წლებში საქართველოს სპორტკომიტეტში მუშაობდა, ასევე გახლდათ საკავშირო კატეგორიის მსაჯი ხელბურთში, მისი ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ხელბურთის განვითარებას და შემდგომ პოპულარიზაციას.

ქართული სპორტის მუზეუმში დღეისათვის 10 000-მდე ექსპონატი ინახება. მათ შორის, უნიკალური თასები, მედლები, მედალიონები, პინები, ვიმპელები, აფიშები, სპორტული მაისურები, წიგნები, ჟურნალები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.

სრულად ნახვა