ქართული სპორტის მუზეუმი



დღეს,ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის VI -ე კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი ლელა ზუბიაშვილი. მუზეუმის მესვეურებმა მოსწავლეებს მოუწყეს მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან შეხვედრა. სანდრომ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოფარიკავე, როგორ მიაღწია არაერთგზის ევროპის ჩემპიონობას. მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმში ესტუმრნენ 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
მუზეუმის მესვეურებმა და სკოლის პედაგოგებმა მოუწყვეს ბავშვებს მოჭადრაკე ნანა იოსელიანთან შეხვედრა,ქ-ნ ნანამ გაუზიარა ბავშვებს სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული მოჭადრაკე.მოსწავლეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.
მერიის პროექტის ინტელექტუალური სკოლის პროექტის ფარგლებში სპორტის პედაგოგ მზევინარ თავდგირიძის და კლასის დამრიგებელ ლია რატიანის თაოსნობით მოსწავლეებმა ნანა იოსელიანს მიულოცეს 55 წლის იუბილე და თავიანთი ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს.

სრულად ნახვა



დღეს, ბოლნისიდან პედაგოგ მაგდა ფურცელაძის თაოსნობით მუზეუმს ესტუმრა სკოლა "დავითიანი", სოფელ დისველისა და ბოლნისის N 2 საშუალო სომხური სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ფიქრია ნონიაშვილი, სედა ალიახანიანი და რევაზ შაინიძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები: თასები, მედლები, ჯილდოები, და სხვ.

სრულად ნახვა