ქართული სპორტის მუზეუმი



27 მაისს, 16:30 საათიდან 19:30 საათამდე ქართული სპორტის მუზეუმი შეუერთდება საქართველოს მუზეუმების ერთობლივ აქციას „ღამე მუზეუმში“ და გულშემატკივრებს უმასპინძლებს.
ქართული სპორტის მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მუზეუმში დაცული ექსპონატები, ასევე ხსენებული დროის განმავლობაში ნახონ ქართულ სპორტზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

სრულად ნახვა



22 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ 155-ე საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები, მათი მშობლებით და კლასის დამრიგებელი დიანა გოგუა ლობჟანიძე. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



19 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის VI- VII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები:ია მამულაშვილი და ხათუნა აიაზოვა. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები. მუზეუმის მესვეურებმა ბავშვებს მოუწყეს შეხვედრა ჯომარდობის პრეზიდენტ დავით ქაცარავასთან..მან გაუზიარა მოსწავლეებს მისი სპორტული ცხოვრება,თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული სპორტსმენი. მოსწავლეებმა მიიღეს ბ-ნ დავითისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.ვფიქრობთ,რომ დღევანდელი დღე მათთვის სპორტული ცხოვრების წესის გაუმჯობესების სტიმული იქნება.

სრულად ნახვა



17 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის III- IV კლასის თურქი მოსწავლეები მოსწავლეები და მათი მასწავლებლები: ეკა აზმაიფარაშვილი,, ლელა ძამნაშვილი,ფიქრია კოშაძე და ესმა ისშინი მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



11 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის I კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები: ხათუნა აივაზოვა, ლელა ძამნაშვილი და ანი კაპანაძე.

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



10 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის მე-2 კლასის მოსწავლეები და ასევე პროექტის ფარგლებში "ისწავლე ქართულად" სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები: ხათუნა აივაზოვა და ქეთევან გრიგალაშვილი.

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



5 მაისს , ქართულის სპორტის მუზეუმს სკოლა ლიცეუმი "სხივი"- ის 4 კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებლები და სპორტის მედაგოგი შორენა მოჩიაშვილი,ბელა მალაშხია და ხათუნა აიაზოვა ესტუმრა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

სრულად ნახვა



27 აპრილს , ქართულის სპორტის მუზეუმს195 - ე საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი ქეთევან კუპრეიშვილი ესტუმრა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა