ქართული სპორტის მუზეუმი



ქართული სპორტის მუზეუმს 155-ე საჯარო სკოლის სპორტისა და გეოგრაფიის პედაგოგები და მოსწავლეები ესტურმნენ. X-XI კლასელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სპორტის ისტორიისა და წარმატებული სპორტსმენების მიღწევებზე.

სრულად ნახვა



დღეს ქართული სპორტის მუზეუმს 207-ე საჯარო სკოლის 3-კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული მედლები,თასები,ექსპონანტები,აგრეთვე გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

სრულად ნახვა



8 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ესტუმრა.

სრულად ნახვა



29 სექტემბერს ქართული სპორტის მუზეუმს "სოკოლის" საგანმანათლებლო დეპარტამენტის არქივის წარმომადგენელი კატერინა ვაგნეროვა ესტუმრა.

სრულად ნახვა



25 სექტემბერს ქართული სპორტის მუზეუმს საჩხერის კალათბურთელ ბავშვთა გუნდი "მართვე" ეწვია.

ახალგაზრდა სპორტსმენებმა მუზეუმში დაცული 6 ათასამდე უნიკალური ექსპონატი - თასები, მედლები, ფოტოები, ალბომები, აფიშები და ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები დაათვარიელეს.

მუზეუმის სტუმრები ქართველ სპორტსმენთა განვლილი გზის, მათი წარმატებებისა და ასევე ქართული სპორტის მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ.

სრულად ნახვა



დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ახალგაზრდა და უმცროსი თაობის მოჭადრაკეებისთვის, ქართულის სპორტის მუზეუმში დაცული თასების, მედლებისა თუ სხვა მასალების გაცნობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მხარეების რესურსის საერთო მიზნებისთვის გამოყენება, ერთობლივი ძალისხმევით ვეტერანი მოჭადრაკეების საიუბილეო და გამორჩეული თარიღების აღნიშვნა და სხვა.

სრულად ნახვა



ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ქართული სპორტის მუზეუმს საკუთარი მაისური უსახსოვრა

15 მაისს, ქართული სპორტის მუზეუმს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი ეწვია და „გოლდენ სტეიტის" 20 ნომრიანი მაისური გადასცა, სადაც 2004-2005 წლების სეზონში თამაშობდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე მუზეუმს ასევე სტუმრობდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები და ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ და ქართველ დამსახურებულ კალათბურთელებთან ამხანაგური მატჩიც გამართეს.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ვეტერან სპორტსმენებთან ერთად მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატები დაათვალიერა: ქართველი სპორტსმენების მოგებული მედლები, ფასდაუდებელი თასები, სიგელები და სხვადასხვა ტიტულები.

სრულად ნახვა



ქართული სპორტის მუზეუმს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ესტუმრა

13 მაისს ქართული სპორტის მუზეუმსს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.

ჩეხი და ქართველი სპორტსმენების საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის პატივსაცემად, მუზეუმში მისული სტუმრებისთვის სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ფოტოგამოფენა მოეწყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე მუზეუმში ჩეხ დამთვალიერებლებს თითქმის საუკუნისწინანდელ საფოსტო ბარათები, უნიკალური ფოტომასალას, სანოტო რვეულები, სამკერდე ნიშნები და ჟურნალ „შევარდენის" პირველი და უკანასკნელი გამოცემები გააცნეს.

ქართველებისა და ჩეხების სპორტულ კავშირს საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში „შევარდენი“ დაარსდა.

სრულად ნახვა



ევროპის დღეზე მუზეუმმა ისტორიული ექსპონატები წარმოადგინა

10 მაისს ეთნოგრაფიულ მუზუმში დაგეგმილ ევროპის დღეზე „ქართული სპორტის მუზუმმა“ ისტორიული ექსპონატები წარმოადგენა.

დამთვარიელებლებისთვის გამოფენილი იყო სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოპოვებული ჯილდოები: ევრაზიის თასი კარატეში (2014 წ.), სიუდად დე ფინფას თასი (1976 წ.), საქართველოს ხელბურთელთა მიერ საფრანგეთში აღებული თასი „ფრანგული მამალი“ (1979 წ.), ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ზ. აზმაიფარაშვილის თასი (2013 წ.) და სხვა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების გასაცნობად მოსულ დამთვარიელებლებს შორის იყვნენ სტუმრები ჩეხეთის საელჩოდან, რომლებმაც მომავალში მუზეუმთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

სრულად ნახვა



სპორტის მუზეუმი ევროპის კვირეულს უერთდება

2014 წლის 5-14 მაისს საქართველოში ევროპის კვირეული იმართება. ღონისძიების ფარგლებში 10 მაისს ეთნოგრაფიულ მუზუმში დაგეგმილ ევროპის დღეზე „ქართული სპორტის მუზუმი“ ისტორიულ ექსპონატებს წარმოადგენს.

დამთვარიელებლებისთვის გამოფენილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოპოვებული ჯილდოები: ევრაზიის თასი კარატეში (2014 წ.), სიუდად დე ფინფას თასი (1976 წ.), საქართველოს ხელბურთელთა მიერ საფრანგეთში აღებული თასი „ფრანგული მამალი“ (1979 წ.), ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ზ. აზმაიფარაშვილის თასი (2013 წ.) და სხვა.

ევროპის კვირეულის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება.

სრულად ნახვა