ქართული სპორტის მუზეუმი



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

სრულად ნახვა



27 აპრილს , ქართულის სპორტის მუზეუმს195 - ე საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი ქეთევან კუპრეიშვილი ესტუმრა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა. 2017 წელი არაერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა გამორჩეული, ბევრი სპორტსმენის და რამდენიმე დიდი გამარჯვების იუბილე აღინიშნება. 55 წელი გავიდა საკალათბურთო თბილისის დინამოს მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებიდან; ასევე 55 წლის წინ მოიგეს თბილისის ბურევესნიკის ხელბურთელებმა საკავშირო ჩემპიონატი პირველად; 50 წელი გავიდა ავტორბოლაში თბილისის გრან პრის გათამაშებიდან; 80 წელი შეუსრულდებოდათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხს, შოთა იამანიძეს და გივი ჩოხელს; ასევე 80 წლის გახდებოდა ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი; 60 წლის იუბილეს იზეიმებდნენ თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამოს ლიდერები რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია; 50 წელი შეუსრულდებოდა 1983 წელს კანადის ქალაქ ედმონტონში, მსოფლიო უნივერსიადაზე დაღუპულ წყალში მხტომელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელს სერგო შალიბაშვილს... ამ თარიღებს ქართული სპორტის მუზეუმმა 16 ბარათისგან შემდგარი ფოტოკრებული მიუძღვნა. ფოტოები, რომელთა ავტორები სახელოვანი ფოტოგრაფები მიხეილ ზარგარიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი და სხვები არიან, სპორტის მუზეუმის ფონდებშია დაცული. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ქართული სპორტის მუზეუმის პირველი ფოტოკრებულის - „ქართული სპორტის დიდი სახელები" - პრეზენტაციაა. 2017 წელს არაერთი სახელოვანი ათლეტის იუბილეა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მრგვალი თარიღი აღინიშნება. ამ ალბომში, რომელიც თქვენ საჩუქრად გადმოგეცათ, სწორედ იუბილარი სპორტსმენების თუ გუნდების ფოტოებია თავმოყრილი. რომელი ერთი გავიხსენო? მიხეილ მესხი, ოთარ ქორქია, შოთა იამანიძე, გურამ მინაშვილი, კახი ასათიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, არსენ მეკოკიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი ჩოხელი, საკალათბურთო თბილისის დინამო, ხელბურთის კლუბი ბურევესნიკი - ყველა მათგანი ჩვენი სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და უკლებლივ ყველას გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული სპორტის ისტორიაში. ვიცი, რომ ამ ფოტოკრებულში მოხვედრას კიდევ არაერთი დიდებული სპორტსმენი იმსახურებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურები მომავალში მეორე, მესამე და მომდევნო ალბომების გამოცემასაც აპირებენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროდადრო ეს სერია სპორტის ყველა სახეობას და ყველა წარმატებულ ათლეტს მოიცავს. მსურს მადლობა გადავუხადო ქართული სპორტის მუზეუმს და ამ პროექტის ავტორებს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დაფასებისთვის, ამ ფოტოკრებულისთვის, ჩვენს თანამედროვე სპორტსმენებს კი წარმატებას და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. „ქართული სპორტის მუზეუმში ერთი ლამაზი ტრადიცია გვაქვს: ყოვეწლიურად მივაგებთ პატივს გამოჩენილ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სპორტის მოღვაწეებს. წლეულს ამ დღის აღნიშვნა საფოსტო ბარათების გამოცემით გადავწყვიტეთ. მუზეუმის ფონდებში დაცული უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფოტოდან 19 გამოვარჩიეთ, თითოეულს კონკრეტული ამბავი და მონაცემი დავურთეთ და აი, ქართული სპორტის მუზეუმის პირველი, 16-ბარათიანი ფოტოკრებული თქვენს წინაშეა. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ. „გულშემატკივარს ბევრი დიდებული სპორტსმენი ახსოვს. რთული იყო ამ ბარათებში ყველას ჩატევა, ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: პირველ კრებულში იმ სპორტსმენთა ფოტოები შევიტანეთ, რომელთა იუბილე წლეულს აღინიშნა ან აღინიშნება. მაგალითად, ლეგენდარული მოჭიდავეები, ოლიმპიური ჩემპიონები არსენ მეკოკიშვილი და მირიან ცალქალამანიძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი, ფეხბურთელები: ავთანდილ ღოღობერიძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია... ვიმედოვნებთ, გულშემატკივარი ქართული სპორტის მუზეუმის წამოწყებას დიდი ინტერესით და სიხარულით შეხვდება, ეს ფოტოკრებულები კი ტრადიციული გახდება", - ქართული სპორტის მუზეუმის მთავარმა მცველმა ქალბატონმა ლილი ლომსაძემ არაერთი საინტერესო ისტორია შეახსენა სტუმრებს. ღონისძიებას ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილის, მიხეილ მესხის, რამაზ შენგელიას, ვიტალი დარასელიას და სხვა სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ლეგენდარული მოჭადრაკე, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი, თბილისის დინამოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფოტოკრებულის გამოცემა ტრადიციული გახდება, ხოლო ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულში, მუზეუმი მსგავსი ღონისძიებით პატივს მიაგებს იმ სპორტსმენთა ხსოვნას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტის ისტორიაში.

სრულად ნახვა



6 აპრილს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ იტალიური სკოლა"ცისკარი" -ის VII კლასის მოსწავლეები,მათი კლასის დამრიგებელი იზო ბალანჩივაძე და სპორტის პედაგოგი გიორგი სილაგავა. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა "თბილისი" -ის VIII კლასის მოსწავლეები,მათი სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა ჯავახიშვილი და მხატვრული ტანვარჯიშის პედაგოგი თეონა ხელაია.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



3 აპრილს,ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის წევრები და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები,მედლები და თასები.დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მემორანდუმის მიხედვით, სამინისტრო დაეხმარება ახალგაზრდებს სპორტული ტურნირების გამართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას; მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან მენტორობის, სტაჟირების პროგრამების მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის ნაკრები, რომელიც კალიფორნიიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. მორაგბეებმა აშშ-საქართველოს დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თამაში, ლელო არენაზე, 2 აპრილს გამართეს. კალიფორნიელმა მორაგბეებმა ქართულ სამოყვარულო კლუბ „დევებთან" ამხანაგური მატჩი გამართა.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა "თბილისი" -ის VII კლასის მოსწავლეები,მათი სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა ჯავახიშვილი და ფრენბურთის პედაგოგი შალვა თევზაძე.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



31 მარტს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა "თბილისი" -ის VI კლასის მოსწავლეები,მათი სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა ჯავახიშვილი და ფრენბურთის პედაგოგი შალვა თევზაძე.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



27 მარტს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ კერძო სკოლა "ჯეჯილი" -ის VIII კლასის მოსწავლეები,მათი დამრიგებელი ნატო გვალია და სპორტის პედაგოგი გიორგი სილაგავა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქართული სპორტის ისტორიას.მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები,ექსპონატები,მედლები და თასები.

სრულად ნახვა



დღეს, ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ სპორტის პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, რომლებიც გადიან გადამზადების კურსებს სპორტის უნივერსიტეტში. პედაგოგებს შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მათ თანადგომას შეპირდა.

სრულად ნახვა